13 ივლისს, G2 უმასპინძლებს ივენთების სერიას LEASH, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა კულტურული სფეროების ადგილობრივ ქვიარ წარმომადგენლებს. ივენთზე სცენას დაიკავებს კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, ლეიბლის Murder TBS დამფუძნებელი დავით ჯაფარიძე, პროექტით Body Pressure. მას შეუერთდება ქვიარ არტისტი, “Eau de Cologne”-ის თანადამფუძნებელი დათო ქორიძე პროექტით Citizens Union. არტისტებთან ერთად სცენას დაიკავებს მულტიდისციპლინური ქვიარ არტისტი HerShe, რომელიც ცნობილია ადგილობრივ ქვიარ ივენთებზე დრაგ პერფორმანსებითა და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. HerShe-სთან ერთად სცენას დაიკავებს მულტიდისციპლინარული არტისტი და ქვიარ აქტივისტი Lucrezia პროექტით BEAU CHAT. Lucrezia ადგილობრივ ნიჭიერ ქვიარ მოცეკვავეებს შეუერთდება დრაგ პერფორმანსით: KY Cygni, რომელიც პერფორმანსული ხელოვნების საშუალებით საკუთარ იდენტობას იკვლევს და Archprincess – ქვიარ არტისტი, რომელიც თავის პერფორმანსებში სხვადასხვა სახის ექსპრესიის ფორმას იყენებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ქვიარ ივენთების სერია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს LGBTQIA+ FLINTA* წარმომადგენლებს, რომლებსაც უფასოდ შეუძლიათ ივენთზე დასწრება. ივენთზე დასწრება შესაძლებელი იქნება კარის კონტროლის გავლის შემდეგ, ბილეთის შეძენით. კლუბის იტოვებს უფლებას, ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვას ნებისმიერ პირს ივენთზე დასწრებისგან.
პერფორმანსი მხარდაჭერილია TEMIDA-სგან