22 დეკემბერს, KHIDI და LEASH წარმოგიდგენთ ქვიარ ღონისძიებების ახალ სერიას, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი და რეგიონალური LGBTQI+ პირები, შექმნას კულტურის და აზროვნების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არეალი, რომელიც დაცლილი იქნება რეპრესიული იერარქიებისგან
LEASH-ის პირველ ღამეს დაუკრავს ბერლინში მოღვაწე დიჯეი, კლუბის Phi Garden რეზიდენტი და ამავე კლუბში ტექნო ჟღერადობაზე ფოკუსირებული ღამეების კურატორი Yontი, რომელმაც თავისი მელოდიური და მრავალფეროვანი ჟღერადობით, შეძლო და დაიკავა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენები, მათ შორის Berghain და სხვადასხვა საერთაშორისოდ ცნობილი ქვიარ წვეულებები. Yonti-ს შეუერთდება ბრაზილიელი ტექნო პროდიუსერი და დიჯეი, ლეიბლის VRAAA Records დამფუძნებელი, ცნობილი კოლექტივისა და ქვიარ ღონისძიებების სერიის Pornceptual რეზიდენტი Diego Garcia პროექტით Projekt Gestalten. აღნიშნული სერიის ფარგლებში, მთავარ სცენას დაიკავებენ კლუბის ადგილობრივი რეზიდენტები: მულტიმედია არტისტი Knaughty და თბილისსა და პარიზში დაფუძნებული დიჯეი Liza Rivs
G2 თბილისსა და ბერლინში მოღვაწე დიჯეის, ლეიბლის SATZ დამფუძნებელს Bekuchi და ადგილობრივი სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელს Rtsmena უმასპინძლებს. მისი სეტები ორიენტირებულია Trance და Groovy ჟღერადობებზე. მათთან ერთად სცენას გაიზიარებს მაიამიში დაფუძნებულ დიჯეი DReam, რომლის მრავალფეროვანი მუსიკალური სპექტრი მოიცავს: Techno, EDM, Electro, House, Trance ჟღერადობებს
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ქვიარ წვეულება, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს LGBTQIA+ წევრებს, რომელთათვის დასწრება თავისუფალია
კლუბი იტოვებს უფლებას ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვას ნებისმიერ პირს
LGBTQIA+ და FLINTA* ადამიანებისთვის უფასო ბილეთების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყება 17 დეკემბერს
პერფორმანსების მხარდამჭერია ტრანს/ქვიარ ფემინისტური სათემო ორგანიზაცია TEMIDA
პერფორმანსების კურატორია LEASH Communal
REGULAR TICKETS: https://khidi.ge/event/friday-中-dec-22