LEASH: FRIDAY | OCTOBER 31

Lineup: CHORONZON | DOWNWELL | LIZA AIKIN | SECOND TENSION (LIVE) | CITIZENS UNION | KNAUGHTY | LIGHTSPARK | LIZA RIVS
Date: 31/10/2025

31 ოქტომბერს, KHIDI და ქვიარ ივენთების სერია LEASH წარმოგიდგენთ ჰელოუინის ღამეს, სადაც დაუკრავს ათენსა და ლონდონში დაფუძნებულ დიჯეი და კურატორი, ლეიბლის Khemia Records და KAOS London დამფუძნებელი Choronzon. მასთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება გამოცდილი ბერძენი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Second Tension. არტისტებს შეუერთდებიან: ბერლინში დაფუძნებული არტისტი, ავტორი რელიზებისა ლეიბლებზე: Gegen Records, OBSCUUR და Voxnox – Liza Aikin და კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, ლეიბლის Persephonic Sirens წევრი და პროექტის Initial Light თანადამფუძნებელი Downwell

G2 კლუბის ლოკალურ რეზიდენტებს, LEASH ივენთების სერიის თანადამფუძნებელს, მულტიმედია არტისტს Knaughty და თბილისსა და პარიზში მოღვაწე დიჯეის Liza Rivs უმასპინძლებს. მათთან ერთად წარდგებიან: თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელი Lightspark და ადგილობრივი Citizens Union, რომელიც ქვიარ კოლექტივის Eau de Cologne ერთ-ერთი თანადამფუძნებელია

ივენთზე ასევე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქვიარ არტისტების ინსტალაციები, პერფორმანსები და გამოფენა-გაყიდვა, რომლის მხარდამჭერია Temida

I Basket: 25 GEL

II Basket: 30 GEL

III Basket: 35 GEL